среда, 16 ноября 2011 г.

განკერძოებული გამოთქმები "მიწის ყივილში"

პროექტის  სახელწოდება–
„განკერძოებული  გამოთქმები   „მიწის ყივილში“
მთავარი  იდეა–
მოსწავლეებმა  შეაჯამონ და გაიმყარონ განკერძოებულ სიტყვებზე მიღებული ცოდნა;
განივითარონ  კვლევის, ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტაციის, ანალიზის უნარები.
აქტუალობა–თეორიული ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენება;პუნქტუაციის  დახვეწა.
მიზნები და შედეგები–მოსწავლეები გამოიკვლევენ მ.ჯავახიშვილის  მიერ  „მიწის ყივილში „ გამოყენებულ    განკერძოებული სიტყვებისა და
გამოთქმების ტიპებს;
 მოსწავლეები  შეაჯამებენ და გაიმყარებენ განკერძოებულ სიტყვებზე მიღებულ ცოდნას;
განივითარებენ  კვლევის, ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტაციის, ანალიზის უნარებს;
გაიღრმავებენ  ცოდნას მ. ჯავახიშვილის მხატვრული ენის  თავისებურებების  შესახებ;
დახვეწენ პუნქტუაციას;აგნებთან და ესგ–სთან კავშირი–
ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისა 
·         ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.
·         ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
·        
·         ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
·         წერისას ითვალისწინებს აუდიტორიის ასაკობრივ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებს
შეფასების საგანი და პროცედურები

კრიტერიუმი
(1–2–3–4)
(5–6)
   (7–8)
  (9–10)
ინფორმაციის მოძიებისა დაორგანიზების  უნარი 
ინფორმაციის მხოლოდ  ნაწილია მოძიებული და არ არის ორგანიზებული ისტ–ის გამოყენებით
ინფორმაციის მხოლოდ  ნაწილია მოძიებული და ნაწილობრივაა ორგანიზებული ისტ–ის გამოყენებით( შექმნილია  1–2 დიაგრამა)
ინფორმაცია თითქმის სრულყოფილადაა მოძიებული, თუმცა ნაწილობრივაა ორგანიზებული ისტ–ის გამოყენებით
ინფორმაცია  სრულყოფილადაა მოძიებული, მაღალია ისტ–ის გამოყენებით  მისი ორგანიზების  ხარისხი
პრეზენტაციის
უნარი
არ  შეუძლია ეკრანზე  გამოსახული მასალის  ახსნა ზეპირად
ხშირად  უჭირს ეკრანზე  გამოსახული მასალის  ახსნა ზეპირად
უმეტეს  შემთხვევებში ახერხებს  ეკრანზე  გამოსახული მასალის  ახსნას ზეპირად
მოსწავლე ყოველთვის ახერხებს  ეკრანზე  გამოსახული მასალის  ეფექტურ  პრეზენტაციას
მსჯელობის უნარი
არ  შეუძლია მსჯელობა საკვლევი მასალის ირგვლივ 
უჭირს  მსჯელობა საკვლევი მასალის ირგვლივ 
 შეუძლია მსჯელობა საკვლევი მასალის ირგვლივ 
მოსწავლე  დამაჯერებლად მსჯელობს საკვლევი მასალის ირგვლივ 


მონაწილეთა ასაკი–15–16წელი(IX კლ.)
ვადები– 1თვე
წინასწარი ცოდნა–მ.ჯავახიშვილის  „მიწის ყივილი“, ტექსტი; თეორიული მასალა  განკერძოებულ სიტყვებსა და  გამოთქმებზე.
მოსალოდნელი  შედეგები–მოსწავლეებმა  უნდა  წარმოადგინონ  კვლევის  შედეგები, აღნიშნულ ტექსტში გამოყენებული განკერძოებული სიტყვების ტიპებისა და სიხშირის  შესახებ, როგორც  წერილობით,  ისე  დიაგრამების  სახით  ყველა  ტიპზე ცალ– ცალკე  და ნაწარმოებში  მთლიანად.
რესუესები–„ქართული  ენა  და ლიტერატურა“  IX  კლასი,  თუშური , ინასარიძე;კომპიუტერი, პროექტორი, ფლეშმეხსიერება.
პროექტის  მსვლელობა–1.თემის  შერჩევა;
                                      2.თეორიული მასალის  განმეორება;
                                      3.პროექტის გეგმის , ვადების  შემუშავება;
                                      4.ტექსტის  კვლევა ;
                                      5.ინფორმაციის  დახარისხება;
                                      6.დიაგრამების   მომზადება;
                                      7.პროდუქტის   პრეზენტაცია;
                                      8.შეფასება;
პროექტის  ხელმძღვანელი– ნინო  უბილავა;
ninulau@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий